პროექტის გეგმა

1.     სახელწოდება:მუსიკა,როგორც საერთაშორისო ენა.
2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეები ახლოს გაეცნობიან ოპერისა და ბალეტის ხელოვნების ნიმუშებს,შეხვდებიან ცნობილ ტენორს, ბალერინას,მოაწყობენ ექსკურსიას ოპერისა და ბალეტის თეატრში.

3.     პროექტის აქტუალობა:ბავშვები ნაკლებ ინტერესს იჩენენ  ხელოვნების ამ დარგის მიმართ,უმეტესად პოპ.მუსიკის მოსმენით ინტერესდებიან,არ იცნობენ ამ კუთხით ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს,რომელიც მსოფლიო დონის შემსრულებელნი არიან.
4.     პროექტის მიზნები:დააინტერესოს  პროექტის მონაწილეები მსოფლიო საოპერო და საბალეტო ხელოვნების ბრწყინვალე  ნიმუშებით,გააცნოს მათ თავიანთ პროფესიის დადებითი და არცთუისე მარტივი სამუშაო პროცესი,და მიზანდასახული ადამიანის მიღწეული წარმატებანი.
5.     მონაწილეთა ასაკი:VIIIკლასი
6.     ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
7.     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გადაიღებენ ფილმს მოძიებული მასალის მიხედვით,გააცნობენ ფართო აუდიტორიას თავიანთ ნამუშევარს.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ვიდეო კამერა,კომპიუტერი,მარკერები,მოძიებული ლიტერატურა
9.    პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის მონაწილენი ონლაინ რეჟიმში მოისმენენ და თვალყურს მიადევნებენ სხვადასხვა საოპერო-საბალეტო სპექტაკლების მიმდინარეობას. შეარჩევენ იმ ოპერებსა და ბალეტს,რომ ემსრულებელ თ ა გაცნობაც იქნება შესაძლებელი,რომელთა შესახებაც სურთ მეტის გაგება. მონაწილეთა ერთი ჯგუფი იმუშავებს ამორჩეულ სპექტაკლებზე, შეისწავლიან მათი შექმნის ისტორიას,იმჟამინდელი კრიტიკის დამოკიდებულებას ამ ნაწარმოების მიმართ,მოიძიებენ ოპერის სიუჟეტის პირველწყაროს. ლიბრეტოებს.
მონაწილეთა მეორე ჯგუფი გაეცნობა მსოფლიო დონის საოპერო-საბალეტო შემსრულებელთა ცხოვრებისა და შემოქმედების გზას.
მოეწყობა შეხვედრა.მოსწავლეები წინასწარ შეჯერდებიან საინტერესო საკითხებზე,რომლის გარშემოც წარიმართება საუბარი
პროექტის ბოლოს პროექტის მონაწილენი დაესწრებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლს.
მოპოვებულ  ფოტო და ვიდეო მასალას  განათავსებენ სკოლის ელექტრონულ  არქივში, რათა სხვა კლასის მოსწავლეებსაც მიეცეთ ნახვის საშუალება.

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლე ესწრება და აწყობს შეხვედრასაღამოებს კომპოზიტორთან,შემსრულებელთან.გეგმავს და მონაწილეობს თემატურ კონფერენციებში,ახასიათებს  თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მათ გავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე.აკავშირებს მუსიკალურ ნაწარმოებებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნასთან.ამოიცნობს და განაჩევს მუსიკალურ ჟანრებს.
11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნაზიბროლა თაბუკაშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nazibrolatabukaSvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://ninotabukashvili2018.blogspot.com/  


No comments:

Post a Comment